საზოგადოება
საქართველოში ორი წლის მანიძილზე ტურიზმიდან სამნახევარი მილიარდი შემოვიდა
FaceBook
2013 და 2014 წლებში ტურიზმიდან სამნახევარი მილიარდი დოლარი შემოვიდა საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
"პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს პირველად ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა აღარ იყო დამოკიდებული ამინდზე. სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე. დღეს უკვე ჩვენი კურორტები იძლევა საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობას", - განმარტა პრემიერმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს გუდაურში 40 პროცენტით, დიდველზე კი - 20 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულის მოსმენა ოპონენტებისთვის სასიამოვნო, სუბიექტური მიზეზების გამო, არ იქნება. სამაგიეროდ, ღარიბაშვილის თქმით, ეს წარმატება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

თეკლე მორგოშია

Print