საზოგადოება
კრიტიკული შეუსაბამობების გამო 1 თვეში საწარმოო პროცესი 26 ობიექტს შეუჩერეს
FaceBook
"პრიორიტეტად რჩება მაღალი რისკის შემცველი საწარმოები, რომელთა ჩამონათვალს წელს დაემატა ბავშვთა სახლებისა და სამკურნალო დაწესებულებების სამზარეულოები, კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების ბუფეტები"

მიმდინარე წლის აპრილში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 809 ინსპექტირება განახორციელა, მათ შორისაა 590 გეგმური, 52 - არაგეგმური, გადამოწმდა 167 ბიზნესოპერატორი.
გასულ თვეში ინსპექტირებულია 19 სასაკლაო (გადამოწმდა 16), ხორცისა და ხორცპროდუქტების - 18, რძისა და რძის პროდუქტების - 19 (გადამოწმდა 4), თევზისა და თევზის პროდუქტების - 5, ნახევარფაბრიკატების - 33 (გადამოწმდა 5), მზა კერძების (გადამოწმდა 1), საკონდიტრო (გადამოწმდა 3), საკონსერვო - 1, პურისა და პურფუნთუშეულის - 2 (გადამოწმდა 7), თხილის (გადამოწმდა 3), უალკოჰოლო სასმელების (გადამოწმდა 4) წარმოებები; საზოგადოებრივი კვების 34 ობიექტი (რესტორანი, სასადილო, კაფე) - (გადამოწმდა 30), 8 საშაურმე (გადამოწმდა 3), 285 საბავშვო ბაგა-ბაღის კვების ბლოკი (გადამოწმდა 52), გადამოწმდა 3 სკოლის ბუფეტი, 3 საწყობი მაცივარი, 2 აგრარული ბაზარი (გადამოწმდა 3); 6 სადისტრიბუციო სასაწყობე მეურნეობა (გადამოწმდა 1), ხორცის სარეალიზაციო 202 ობიექტი (გადამოწმდა 16), 5 მარკეტი (გადამოწმდა 3), გადამოწმდა 8 საცხობი.
ლაბორატორიულმა კვლევით, სხვადასხვა დასახელების ხორცპროდუქტებში გამოვლინდა პათოგენური მიკრორგანიზმი - სალმონელა.
აპრილში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დაჯარიმდა 47 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 26-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ჯარიმის თანხამ შეადგინა 36 000 ლარი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრიორიტეტად რჩება მაღალი რისკის შემცველი საწარმოები, რომელთა ჩამონათვალს წელს დაემატა ბავშვთა სახლებისა და სამკურნალო დაწესებულებების სამზარეულოები, კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების ბუფეტები; მცენარეული წარმოშობის სასურსათო პროდუქტების პირველადი წარმოებები (ღია გრუნტი და სათბურები) და მათი შესანახი საწყობები.
Print