საზოგადოება
ლაშა მესხი - უარი ყველა იმ "უ"-ს, რომელიც ქუთაისს "უ"კან ხევს
FaceBook
დღის სტატუსები ქუთაისზე, რომელიც ორმაისობის დღესასწაულს უკავშირდება

"ვულოცავ ჩემ ქალაქს! მინდა, რომ გვირილობის იდეა-სიკეთე მუდამ მისი თანმდევი იყოს! უარი უარყოფითს, უმუშევრობას, უცოდინრობას, უძრაობას და ყველა იმ "უ"-ს რომელიც ქუთაისს "უ"კან ხევს
მე ჰეარტ ემოტიცონ ქუთაისი!", - წერს ბლოგერი და ჟურნალისტი ლაშა მესხი facebook ის საკუთარ გვერდზე

ორ მაისს ქუთაისქალაქობის, იგივე გვირილობის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს."გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
2 მაისს ქუთაისი საკუთარ იდენტობას აღნიშნავს და თავს ახსენებს დანარჩენ საქართველოს როგორც დიდი ისტორიის, რესურსის და პოტენციალის ქალაქი, რომელსაც აწმყოშიც მნიშვნელოვანი როლის აღება შეუძლია.
Print