საზოგადოება
ლევან ღამბაშიძე - ქუთაისი რომ არ არსებობდეს, თბილისში გვექნებოდა მხოლოდ გაგარინისა და ბუშის ქუჩები
FaceBook
დღის სტატუსები ქუთაისზე, რომელიც ორმაისობის დღესასწაულს უკავშირდება

"დღეს იმ ქალაქის დღეობაა, რომელიც რომ არ არსებობდეს, თბილისში გვექნებოდა მხოლოდ გაგარინის და ბუშის ქუჩები.
გილოცავთ ქუთაისობას," - წერს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ორ მაისს ქუთაისქალაქობის, იგივე გვირილობის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს."გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
2 მაისს ქუთაისი საკუთარ იდენტობას აღნიშნავს და თავს ახსენებს დანარჩენ საქართველოს როგორც დიდი ისტორიის, რესურსის და პოტენციალის ქალაქი, რომელსაც აწმყოშიც მნიშვნელოვანი როლის აღება შეუძლია.

Print