საზოგადოება
ხუან ბაგრატიონი - ქუთაისში საგანგებოდ „ორმაისობის“ დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვედი
FaceBook
ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონთა სამეფო შტოს წარმომადგენელი ხუან (იოანე) ბაგრატიონი მეუღლესთან ქრისტინე ძიძიგურთნ ერთად, რამდენიმე დღეა ქუთაისს სტუმრობს.

იგი "ორმაისობის" დღესასწაულს დაესწრება.მანამდე კი ხუან ბაგრატიონი მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მიიღეს.
"ქუთაისში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი,რადგან უკვე რამდენიმე თვეა საქართელოში ვცხოვრობთ. იმერეთის მხარის და ქალაქის პირველ პირებს პირველად შევხვდი. მსურს ორმაისობის დღესასწაულს დავესწრო სრული პროგრამით. სწორედ ამისთვის ჩამოვედი ქუთაისში. ქუთაისი ჩემთვის მნიშვნელოვანი და აღმაფრთოვანებელია ქალაქია", -აღნიშნა ბაგრატიონმა.
შეხვედრის ბოლოს გუბერნატორმა და მერმა ხუან ბაგრატიონს სიმბოლური საჩუქრები ქუთაისის გერბი და მონეტა გადასცეს.

Print