საზოგადოება
ზურაბ ყორღანაშვილი - ქვეყანას სჭირდება მიგრაციული ნაკადების მოწესრიგება
FaceBook
უცხოელების მიმოსვლის საფუძვლების შეზღუდვის თაობაზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა განმარტა, რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შეასრულებდა ევროკავშირის მოთხოვნებს.

პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში ქუთაისში ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იმერეთის მმართელობისა და თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის მოაწყო, სადაც მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ოფიციალურ პირებს გააცნეს თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა სავიზო საკითხებზე, რა კანონოდებლობა არეგულირებს მიგრაციის საკითხებს და რა სამომავლო გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით.
სამინისტოროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი არის პროექტის ოთწლიანი ფაზის დასასრულს შესაძლებელი გახდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
"პროექტის მთავარ ამოცანას ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულება წარმოადგენს. ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა სავიზო პოლიტიკის მოწესრიგებაა და აქედან გამომდინარე იყო ის სავიზო რეგულაციები, რომელზეც ბევრია საუბარი", - აღნიშნა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა.
უცხოელების მიმოსვლის საფუძვლების შეზღუდვის თაობაზე ყორღანაშვილმა განმარტა, რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შეასრულებდა ევროკავშირის მოთხოვნებს და ვიზის ლიბერალიზაციეზე დადებით შეფასებებს ვერ მიიღებდა.
"ქვეყანას ზოგადად სჭირდება მოწესრიგება მიგრაციული ნაკადების. აქამდე არ გვქონდა ვიზების კატეგორიები, ძნელი იყო გაგერკვია, ადამიანი რა მიზნით შემოდიოდა, ახლა კატეგორიები უკვე შემოღებულია", - აღნიშნა ზურაბ ყორღანაშვილმა.
პროექტი "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში "ოთხწლიანია და მას ევროკავშირი აფინანსებს.

ეკა კუხალაშვილი
Print