საზოგადოება
ქუთაისის განვითარებას სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ხედავენ
FaceBook
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით მორიგი საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე "ქალაქის მომავალი".
როგორ იგეგმება და ვითარდება ქალაქი? როგორ უნდა გადაიჭრას დღევანდელი პრობლემები და როგორ აისახება ეს საბოლოოდ ქალაქის იერსახეზე? როგორია ქალაქის მომავალი? აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცადნენ მომხსენებლები:  ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი; არქიტექტორი, სამშენებლო-საპროექტო კომპანია "ხუროს" ხელმძღვანელი დავით მელქაძე;  არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე. შეხვედრას მოდერაციას ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი უწევდა.
შეხვედრაზე გაჟღერდა რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური განვითარება ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ,იგივე ურბანულ განვითარებას, არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებას. თუმცა ამ მოსაზრების პასუხად ითქვა, რომ "შეგვიძლია მოვიყვანოთ უამრავი ქალაქის მაგალითი,  სადაც ეკონომიკური განვითარებაც მაღალ დონეზეა მიღწეული დ ა ასევე,  მაღალ დონეზეა დაცული არქიტექტურული მხარე, კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგია და ა.შ", - აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.
შეხვედრაზე აქცენტირდა სხვა მოსაზრებაც, რომ თითქოს ასეთი მძიმე სოციალური პრობლემების გამო რაც ქუთაისს უდგას, მეორე პლანზე გადადის ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმები. 
" ქალაქი  ვერ განვითარდება დღეს თუკი არ ვიფიქრებთ ხვალინდელ დღეზე. თუკი ჩვენ დღესაც უარს ვიტყვით გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებაზე, ჩვენ ისევ შეგვინარჩუნდება იგივე სოციალური თუ იერსახის პრობლემები, მაინც ვერ წავალთ წინ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მივაპყროთ გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას ყურადღება, ",  - აღინიშნა შეხვედრაზე.
ქალაქს უნდა ქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა, აღნიშნეს დისკუსიის მონაწილეებმა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო განვითარების გეგმის შემუშავება. შესაბამისად, ინვერსტორები ვერ იღებენ ვერანაირ ინფორმაციას, თუ საით მიდი ქალაქი, ეს კი შეაფერხებს ინვესტიციების მოზიდვას და ქალაქის განვითარებას და კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ქალაქის მომავალს -  აღინიშნა შეხვედრაზე. "პრალელურ რეჟიმში უდნა მომზადდეს, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და ურბანული განვითარების გეგმა," - ითქვა დისკუსიაზე.
შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქუთაისის მერიაში ქალქაის განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში სამუშაო ვერსია მზად იქნება.

ეკა კუხალაშვილი
Print