საზოგადოება
საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება აიკრძალება (ფოტო)
FaceBook
მწარმოებლებს პოლიეთილენის ცელოფნების ბიოდეგრადირებადი (ხსნადი) პარკებით ჩაანაცვლება მოუწევთ. 



საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზდებული კანონპროექტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება.

"პროექტი საბოლოო ეტაპზეა, მაგრამ ვაზუსტებთ, თუ რა რეგულაციები ამოქმედდება," - განმარავენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში.



გარემოსდამცველების თქმითვე, პოლიეთილენი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს, რადგნ მისი წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რაც ატმოსფეროს აბინძურებს.

პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი ცელოფნებით ჩანაცვლება, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებულ გარემოში ყოველწლიურად მილიარდამდე ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება.
Print