საზოგადოება
აუტიზმის გასაღები სიყვარულშია - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთნ მუშაობის ძირითადი მეთოდები - ეს საკითხი გახდა დისკუსიის თემა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორმა, ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრმა, შეხვედრა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.
დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაცია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" მთავარი ფსიქოლოგი ლიკა მხატვარი გაუძღვა. დამსწრე აუდიტორიას ქუთაისის საბავშვო ბაღების პედაგოგები, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები წარმოდაგენდნენ.
ლიკა მხატვარმა ABC და  Flortime მიმართულებებზე ისაუბრა. აღნიშნული მეთოდები აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან გამოყენების შემთხვევაში საშუალებას მისცემს, როგორც მშობლებს, ისე პედაგოგებს, საგრძნობი პროგრესის მიღწევაში.
შეხვედრაზე ისაუბრეს აუტიზმის არსზე, მიდგომებზე, რაც გასათვალისწინებელია აუტისტი ბავშვების ურტიერტობისას, რუტინის შექმნაზე, წახალისებაზე, პოზიტივზე. თუმცა ყველაზე მთვარი მეთოდი და გასაღები სიყვარულშია, აღინშნა შეხვედრაზე.
საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

Print