საზოგადოება
17 თებერვალი - „ის მაინც ბრუნავს“ და სხვა მოვლენების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

ისე მოხდა, რომ 17 თებერვალს ნაციონალური დღესასწაულების სიმწირეა. სამაგიეროდ, სახელის დღის მილოცვა შეიძლება ბევრი ნაცნობისთვის. ალექსანდრეს, ანას, ბორისს, იოსებს და კიდევ 20- მდე სახელის მატარებელს შეგიძლიათ შეეხმიანოთ და ამასობაში 17 თებერვალიც გავა, მითუმეტეს მოუჩქარებთ დღის გასვლას, თუკი ისეთი თოვლიანი და ქარიანია როგორიც ქუთაისშია  წელს.

თუმცა,  მანამდე შეიძლება სხვა ისტორიულ მოვლენებსაც მივაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, გაირკვა, რომ 1600 წლის სწორედ 17 თებერვალს რომში, ყვავილების მოედანზე ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს. სწორედ ამ დროს დატოვა კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მესიჯი  „ის მაინც ბრუნავს!“ და გმირულად მიიცვალა (ისტორიკოსები ირწმუნებიან სინამდვილეში ასე არ მომხდარაო, მაგრამ ასე მოყოლილი ამბავი მეტი შთამბეჭდავად ჟღერს).

ბრუნოზე მეტად ამ დღეს ნაპოლეონს გაუმართლა. თუმცა,  200 წლით გვიან. მან მორმონთან ახლოს რუსები ერთ-ერთ ბრძოლაში დაამარცხა. პრინციპში უკვე წაგებულ ომში.

რუსები ამ დღეს სხვაგანაც დამარცხდნენ  - ყირიმის ომში. რუსულმა ჯარებმა ევპატორიაზე წარუმატებელი შტურმი განახორციელეს 1855 წელს.

რუსებს არ გაუმართლათ ამინდის მხრივაც 1740 წლის 17 თებერვალს სანკტ-პეტებრურგში -40 °C ყინვა დაფიქსირდა.

აშშ -ში კი ამ დღეს პირველად გამოიყენეს წყალქვეშა ნავი და ეს არც მეტი არც ნაკლები სამოქალაქო ომის დროს მოხდა 1864 წელს. სამხრეთელებმა წყალქვეშა ნავით ჩრდილოეთელების გემი ჩაძირეს.

ამ დღეს პირველად დაიწყო მუშაობა რადიო "ამერიკის ხმამ" 1947 წელს, ამ "წყაქვეშა" რადიოს საბჭოთა კავშირი უნდა ჩაეძირა - გამოუვიდა კიდეც.

Print