საზოგადოება
ქუთაისელების გამოხმაურებები სოციალურ ქსელში თოვლისგან გაუწმენდავ გზებზე
FaceBook
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში შექმნილ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებულ მუშაობას სოციალურ ქსელ facebook-ზე ეხმაურებიან. "ქუთაისის მერია, გძინავს? ქუჩები ჩახერგილია, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, მძღოლები უმწეოდ დგანან, ხალხი დაიტანჯა! რა გახდა ასეთი მარილის მოყრა და ქუჩების გაწმენდა? საფიჩხიაზე და გორაზე კი არა, ცენტრში ვეღარ მოძრაობს დღეს ტრანსპორტი. ასე მოუმზადებელი შეხვდით ზამთარს, თუ ჯერ ყავას მიირთმევთ საწოლში და სელფებს იღებთ?"

"ქუთაისის მერია ISO-ს სერტიფიკატი ხომ გიკიდიათ კედელზე?!
გზები გაწმინდეეეთ!!!..."

"დიდთოვლობის გამო საფიჩხია-მოედნის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული! საგზაო დეპარტამენტი გვაფრთხილებს საფიჩხიიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით ვიმოძრაოთ თხილამურებით და ციგით!! ისმის კითხვა: ცენტრიდან საფიჩხიის აღმართებზე ბურანები როდის დაინიშნება? რით ვიმოძრაოთ? რით?"

"ქუთაისის მერია ჩვენ ერთად გავუძლებთ ამ ზამთარს, მერე რა რო გზები არ იწმინდება, სამაგიეროდ ისე ხართ წმინდა და სპეტაკი გულის მატარებელები.მეტი თქვენი .... :))))"

"მართლაც რომ სამწუხარო ამბავია ამ ქუთაისში. პატრონი რომ არ ყავს აშკარად რომ ეტყობა გზებს და სამაშუტო ხაზებს. მაინტერესებს გაწმინდავენ თუ არა ფეხით სავალ და სამანქანო გზებს?"





Print