ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტი შეზღუდულად გადაადგილდება
FaceBook
დიდთოვლობის გამო,  ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი შეზღუდულად  გადაადგილდება. #15, #38, #23ა-ს   მიკროავტობუსები ვერ ახერხებენ  მოძრაობას. კერძოდ, ისინი წერეთლის ქუჩიდან (მე-12-ე საჯარო სკოლიდან) თამარ მეფის ქუჩაზე ვერ გადაადგილდებიან.   მე-12 საჯარო სკოლასთან, სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. 

მძღოლები განმარტავენ, რომ შეფერხებული მოძრაობის მიზეზი გაუწმენდავი გზებია. 

"ვერ ავედით თამარ მეფეზე რადგან  გზები არ არის გაწმენდილი. მანქანების კორიდონი იდგა.  გვითხრეს, რომ უკან გამოვბრნებულიყავით, რადგან  გზა სპეცტექნიკამ უნდა გაწმინდოსო",  -  ამბობს  #15 მიკროავტობუსის მძღოლი.



ქალაქში გზების გაწმენდას ააიპ " სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ორგანიზაციაში  ირწმუნებიან, რომ  სპეცტექნიკა დილიდან  გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამის  გარდა, მათი თქმით,  ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრაც ხდება.

"რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევას,  მიკროავტობუსების შეფერხებული მოძრაობა ჩვენი ბრალი არ არის და მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. რადგან, ისინი ზაფხულის საბურავებით დადიან", - აცახდებს ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი, გელა გაგუა.

"ჩვენ ვართ პროფესიონალი მძღოლები და,  რა თქმა უნდა, ზამთრის საბურავი  გვაქვს.  მაგრამ  დილის შემდეგ  ავტოქარხნიდან მხოლოდ ერთი  რეისი შევასრულე, რადგან  უკან  გამოგვაბრუნეს", - ამბობს  #38-ე მიკროავტობუსის მძღოლი, ბესიკ თურქაძე.

Print