საზოგადოება
16 თებერვალი - მოკიაფე ვარსკვლავის, ტუტანჰამონის, წმინდა ინკვიზიციის რეკორდებისა და სხვა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ

16 თებერვალს მანათობელი ვარსკვლავის დღეა. თუმცა, ეს ვარსკვლავი არც ციური სხეულია და არც რაიმე ორდენი. მანათობელი ვარსკვლავი თვით კიმ ჩენ ირია, ჩრდილოეთ კორეის სხივმოსილი ლიდერი. 16 თებერვალი მის დღედ ითვლება სხვათაშორის დანარჩენ 264 დღესთან ერთად.

16 თებერვალს ლიტვა უფრო საპატიო მიზეზით აქცევს დღესასწაულად. 16 თებერვალი ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეა.

წმინდანების ხსენების საკითხში ამ დღეს ისევ მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს.

სამაგიეროდ, მოწამეების რაოდენობა კინაღამ გინესის რეკორდებამდე გაზარდა ესპანურმა წმინდა ინკვიზიციამ, როდესაც 1568 წლის 16 თებერვალს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა ნიდერლანდების ყველა მოქალაქეს. ამ ფაქტით გაოცება და შოკი როგორც ჩანს იმდენად დიდი იყო, რომ ამ დღეს არც ერთი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა არ მომხდარა აგერ მეოცე საუკუნემდე.

1923 წლის 16 თებერვალს კი ჰოვარდ კარტერმა ტუტანჰამოს სამარხი აღმოაჩინა.

აღმოჩენების მხრივ თავი გამოიჩნეს ასტრონავტებმა - ამერიკელმა ჯერარდ კოიპერომ პლანეტა ურანის თანამგზავრი მირანდა აღმოაჩინა.

ამ დღეს ამერიკაში სხვა მოვლენაც მოხდა: ჰეილივილში (ალაბამას შტატი) ფუნქციონირება დაიწყო აშშ-ში პირველმა სამაშველო სამსახურმა 911. ეს ღირშესანიშნავი მოვლენა 1968 წლის 16 თებერვლის რიცხვით შევიდა ისტორიაში.

Print