საზოგადოება
არა ნისიას - ქუთაისში სპეციალური ბანერი გააკრეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ერთ-ერთ ლუდის ბარზე ბანერი გაჩნდა წარწერით „არა ნისიას!"
კვების ობიექტის წარმომადგენლები აღნიშნული წარწერის გაკეთების აუცილებლობას ე.წ. ნისიების დიდი რაოდენობით ხსნიან, რომელიც ბარის მუშაობაზე ცუდად აისახება.
"ნისია მყარ ტრადიციადაა ქცეული ქუთაისში, არის მომხმარებლის კატეგორია, რომელიც პირველ ჯერზე ნისიად უნდა გეწვიოს და აღარ გამოილია ეს "პირველ ჯერზე ნისიები", ამიტომ ყველასათვის გასაგები რომ იყოს, დავამზადეთ ეს ბანერი, რომელიც ცოტა ხანს იქნება გაკრული", - აღნიშნავს კვების ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მომხმარებლები ნისიების არსებობას მძიმე ყოფით ხსნიან. ამ მოტივს ითვალისწინებენ ლუდის ბარში, თუმცა აღნიშნული კვების ობიექტის წარმომადგენლები პრობლემის სხვა მხარეზეც საუბრობენ. "ნისიას ვინც იღებს მათი 20-30 პროცენტი გადახდისუნარიანია, თანაც ბარი და რესტორანი არაა ზეთი და შაქარი აუცილებელი მომხმარების პროდუქტი რომ იყოს, ამიტომ აუცილებელია არაა ნისიაზე მიირთვა რესტორანში", - აღნიშნავენ ლუდის ბარში.
ბარის წარმომადგენლების თქმით, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს "ნისია სხვისიას" ტრადიცია ქუთაისში. რადგან ეს ძალიან აფერხებს და უშლის ხელს მუშაობაში კვების ყველა ობიექტს.
ეკა კუხალაშვილი
Print