საზოგადოება
14 თებერვალი - ვალენტინის, ალ კაპონეს, You Tube-ის დღე და სხვები
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


14 თებერვალი ვალენტინობის, ანუ შეყვარებულების დღეა. ვალენტინს თავგანწირვა დაუფასდა და ყველაზე აღიარებულ წამებულად დარჩა სეკულარიზმის ხანაშიც - პოპ-კულტურის წმინდანი გახდა. ლეგენდის თანახმად 286 წელს იმპერატორმა კლავდიამ მისი ბრძანების შეუსრულებლობის გამო სიკვდილით დასაჯა მღვდელი ვალენტინი, რომელიც საიდუმლოდ ჯვარს წერდა სამხედროებს. ჯარიკაცებს დაოჯახება ეკრძალებოდათ. სხვადასხვა ლეგენდის მიხედვით
მღვდელმა დატოვა წერილი, რომლის ადრესატი ბრმა გოგონა იყო და ამ წერილმა გოგონას მხედველობა დაუბრუნა. არადა ირწმუნებიან სიყვარული ბრმააო. ამ დროს შეყვარებულების გურუმ ვალენტინმა საპირისპირო დაამტკიცა - თურმე სიყვარული თვალს უხელს.

ვალენტინობა ყველა დანარჩენ მოვლენას ფარავს, თუმცა ისინი არსებობენ და ისტორიაში თავიანთ კუთვნილ ადგილს იჭერენ.

14 თებერვალს 5 სახელმწიფო სხვადასხვა ნაციონალურ დღესასწაულს აღნიშნავს.

14 თებერვალი საეკლესიო დღეც არის. მართალია ვალენტინი საერო სივრცემ დაიტოვა, სამაგიროდ ეკლესიას დარჩა 30- მდე წმინდანი, რომელთა ხსენების დღეც 14 თებერვალს აღინიშნება. აქედან, კეთოლიკე ეკლესიის წმინდანი სულ ორია, დანარჩენი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აღმოჩნდა თავდადებული.

14 თებერვალი მნიშვნელოვანი დღეა ფრანგებისთვის. ამ დღეს ფრანგული ენის დაბადებას აღნიშნავენ. 842 წლის 14 თებერვალს ლუდოვიკო მეორემ და კარლ მეორემ ფიცი ძველფრანგულ ენაზე დადეს, რაც ფრანგული ენის დაბადებად ჩაითვალა.

ეს დღე მნიშვნელოვანია ლიტველებისთვისაც. 1009 წელს ისტორიულ წყაროებში პირველად დაფიქსირდა ტოპონიმი ლიტვა.

1929 წლის 14 თებერვალს ვალენტინობა უცნაურად "აღნიშნეს" ჩიკაგოში. ამ დღეს ალ კაპონეს მაფიოზური კლანი გაუსწორდა კონკურენტ ირლანდიურ კლანს ბარსა მორენას ხელმძღვანელობით. 1929 წლის 14 თებერვალი ასეც შევიდა ისტორიაში - "ხოცვა-ჟლეტა წმინდა ვალენტინის დღეს".

მე-20 საუკუნისგან განსხვავებით ამ დღეს სხვაგვარად შეხვდნენ 21-ე საუკუნეში. 2005 წლის 14 თებერვალს პირველად შეიქმნა You Tube-ის სერვისი.

Print
თეგები: #14 თებერვალი