საზოგადოება
13 თებერვალი - რადიოს, მარკიზ დე სადის დაპატიმრების, გალილეო გალილეის გასამართლების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტებს შეგახსენებთ.



13 თებერვალი
- რადიოს საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერომ დააწესა. გაერომდე ამ საქმეს ეკლესია აკეთებდა.

13 თებერვალს მოიხსენიებენ რვაზე მეტ წმინდანს მართლმადიდებლური თუ კათოლიკური კალენდრით.

ასევე,  არის სხვადასხვა სახელის დღეც, თუმცა ძირითადად ისეთი სახელების, რომელთაც დღეს აღარავის არქმევენ: კასტორი, პოლიევკტი და მსგავსნი.

ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად 13 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით ტაუერში გამომწყვდეული ეკატერინა ჰოვარდი ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ს უბედური მეხუთე ცოლი.

1633 წლის 13 თებერვალს ინკვიზიციის მიერ მოწყობილ სასამართლოზე წარსდგა გალილეო გალილეი.

ამ დღეს დააპატიმრეს მარკიზ დე სადი - გოგონების გარყვნის, მოწამვლისა და სოდომიის ბრალდებით. ასევე, საფრანგეთში დააპატიმრეს ცნობილი აგენტი მატა ჰარი, თუმცა ორასი წლით გვიან.

ეს დღე მარტო დასჯით არ გამოირჩევა, ვიღაცეებს გაუმართლათ კიდეც.  1141 წლის 13 თებერვალს ვინმე გეზა მეორე უნგრეთის მეფე გახდა.

ამ დღეს დაიბადა მუსიკოსი რობინ უილიამსი, პიტერ გაბრიელი, ჟორჟ სიმენონი და კიდევ ასობით ცნობილი ადამიანი. სამაგიეროდ არ გაუმართლა სხვა ცნობილებს და სწორედ 13 თებერვალს გარდაიცვალნენ, მაგალითად, რიჰარდ ვაგნერი და ელ ჯერო.

Print