საზოგადოება
,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ქუთაისის მერიამ 300 000 ლარი გამოჰყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ 300 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადა.

აღნიშნული თანხა ,,ღატაკი ოჯახი"-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვას უნდა მოხმარდეს.
სატენდერო პირობების თანახმად, 60 საცხოვრებელი სახლის გადახურვა უნდა მოხდეს.
ტენდერში გამარჯვებულია ვალდებულია სამუშაოების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 80 დღის განმავლობაში, ასევე, ვალდებულია არა ნაკლებ 4 მუშა ჯგუფით ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები არა ნაკლებ 4 ობიექტზე. 
აღნიშნული სამუშაოების განახორციელებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი 27 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 18 მაისს სრულდება.
Print