საზოგადოება
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს
FaceBook

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლს პატივი მიაგეს.



დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა და პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გვირგინით შეამკეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ასე პომპეზურად. ისეთივე წარმატებული პერიოდი, როგორც დავითის დროს იყო ქვეყანაში კიდევ წინ არის." განაცხადა ქუაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი დაესწრო.

" გადაუჭარბერბლად შეიძლება ითქვას, რომ დავითის მეფობის დრო იყო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა. ამ ეპოქას უკავშირდება ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვევები" - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილიმა.
8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.

8 თებერვალს, გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები უფასოდ ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან იმოძრავებს. მიკროავტობუსები მგზავრებს უფასოდ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მოემსახურება.

დავითობასთან დაკავშირებით ქალაქში 10–მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

Print