საზოგადოება
"თავისუფალი საქართველო" ზესტაფონში ყოფილი ბიბლიოთეკის ობიექტის გასხვისებას აპროტესტებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის საკრებულოს წევრი, გივი თუთბერიძე ბიბლიოთეკის ყოფილი შენობის გასხვისებას აპროტესტებს.

"ჩვენ ველოდით სამართლიანობის აღდგენას და ასეთი უსამართლობა ჩაიდინეს ზესტაფონში. კულტურულ–საგანმანთლებლო ცენტრის გაყიდვა არაფრით არ შეიძლებოდა. ამ საკითხზე არაერთხელ გავაფრთხილეთ გამგეობა ", – აცხადებს გივი თუთბერიძე. ის ამბობს, რომ გამგეობამ კულტურულ-საგამანათლებლო დაწესებულების ობიექტების გასხვისებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ბიბლიოთეკის ყოფილ შენობას, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული ქონდა დათმობილი. ბიბლიოთეკა 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.
ზესტაფონის გამგეობამ ობიექტი აქუციონზე 2016 წელს 250 ათას ლარად გაყიდა. მისი მესაკუთრე, როგორც გამგეობაში განმარტავენ, ფართის მესაკუთრე შპს "ლიდო -7"ია. რომელმაც ობიექტის ნაწილი "ქართულ ოცნებას" ერთი წლის ვადით მიაქირავა.

როგორც ზესტაფონის გამგეობაში განმარტავენ, ობიექტი აუქციონზე 2011 წელს გაიტანეს. მაშინ მისი ღირებულება 450 000 ლარს შეადგენდა.
ზესტაფონის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ედისონ სალაძე ამბობს, რომ ობიექტის გასხვისების მიზეზი შენობაში საეჭვო პირების შეკრება გახდა.

"იყო საჩივრები, რომ ვიღაცები იყრიან თავს. მერე დამძიმდა მდგომარეობაც. ზოგან იატაკიც აყრილი იყო. 24 საათიან მეთვალყურეობას ჩვენ ვერ დავუწესებდით", - ამბობს ზესტაფონის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართის სამსახურის უფროსი, ედისონ სალაძე.

ზესტაფონში ამ დროისთვის სამი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.


Print