საზოგადოება
მე რომ ვიყო - ახალი რუბრიკა kutaisipost.ge-ზე
FaceBook
რუბრიკის პირველი ადრესატია უნივერსიტეტის რექტორი


დღეიდან საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი" ახალ რუბრიკას იწყებს.
რუბრიკა სახელწოდებით "მე რომ ვიყო" ორ კვირაში ერთხელ ვიდეოგამოკითხვის სახით განთავსდება kutaisipost.ge-ზე, ხოლო რუბრიკის ადრესატები იქნებიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე თანამდებობის პირები.
რუბრიკის საშუალებით ქუთაისიპოსტი შეეცდება გაარკვიოს როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებს კონკრეტულ თანამდებობაზე საკუთარი თავი და რას შეცვლიდნენ მათ ადგილზე.
ხოლო გამოკითხვის შემდეგ, ქუთაისიპოსტი შემოგთავაზებთ კონკრეტული თანამდებობის პირის შეხედულებას მოქალაქეების იდეებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით, ასევე, ვიდეოკომენტარის სახით.
რუბრიკის პირველი ადრესატია უნივერსიტეტის რექტორი

მე რომ ვიყო უნივერსიტეტის რექტორი - ნახეთ ვიდეოგამოკითხვა



ლანა კოკაია


Print