ვიდეო
ცხოვრება რეფორმის შიშით (ვიდეო)
FaceBook
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით დევნილთა ნაწილს 45 ლარიანი ყოველთვიური სოციალური დახმარება გაუუქმდება.

რეფორმა ჯერ განხილვის რეჟიმშია, თუმცა ის საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიზეზი უკვე გახდა.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აღნიშნული რეფორმის გატარების აუცილებლობაში დარწმუნებულია.

მინისტრის ინფორმაციით, დღესდღეობით, დევნილთა შემწეობებზე, ადმინისტრაციის შენახვასა და მშენებლობებში წელიწადში 250 მილიონი ლარი იხარჯება.

სოზარ სუბარის თქმით, ცლილებების შედეგად, დაახლოებით, 50–დან 80 მილიონამდე თანხა დაიზოგება, რომლითაც მისივე განმარტებით გაჭირვებული დევნილების ყოველთვიური ფულადი დახმარება გაორმაგდება, თანხის ნაწილი კი მათივე ბინების მშელებლობაში დაიხარჯება.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 273 411 დევნილი (88 704 ოჯახი).

Print