ქუთაისის მერი ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის
საკითხზე, სასულიერო პირებს ეკონომიკის სამინისტროსთან
უშუამდგომლებს.
შოთა მურღულიასა და სამღვდელოებას შორის შეხვედრა მიმდინარე წლის 12
იანვარს შედგა.
სასულიერო პირები ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობას და
მიმდებარე ტერიტორიაზე კიბეების შესაძლო გაუქმებსაც აპროტესებენ.
მღვდლება შოთა მურღულიას ეკონიმიკის სამინისტროსთან ტერიტორიის
ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით
მიმართეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში,
სადაც "მაკდონალდსი" უნდა აშენდეს მერიას ტერიტორიის გადაცემის
თხოვნით წერილობით ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართა. თუმცა, მაშინ მერიის
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავდნენ, რომ
აღნიშნული ადგილი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია.
"უკვე გავაგაზავნეთ წერილი სამინისტროში იმის შესახებ, რომ
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობაც ჩვენ გადმოგვეცეს.
ასევე, მიმდებარე ტერიტორიაც. ეს პროცდურები გაწელილია. თუმცა,
ვფიქრობ, რომ იქ ეკლესია აშენდება", – განუმარტეს იმ
დროისთვის ქუთაისიპოსტ-ს მერიის
არქიტექტურის განყოფილებაში.
ამავე თემაზე:
ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ე.წ. ქუჩის საათს
ადგილს შეუცვლიან
ქუთაისის
მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ
განუხილავს
ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე –
გამოკითხვა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები