საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გორას დასახლებას
FaceBook

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, გორას დასახლებას ? – (ნახეთ ვიდეო აქ):
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოძიებული ინფორმაციით, წითელ ხიდთან ყარამან დათაშიძემ გაბაშვილისგან შეიძინა გორა, სადაც გააშენა პარკი, ხელოვნური ჭები, აუზი, ზოოპარკი და ხეები. გორა  ხალხში დათეშიძეების გორად არიც ცნობილი. გორაზე იმართებოდა პოეზიის საღამოები და შეხვედრები. სტუმრებს შორის იყო ბორის პატერნაკი.
1929 წლის დეკემბერში  გერმანიიდან დაბრუნდა ყარამანის ქალიშვილი, ცნობილი პედიატრი. ძმების, ბიძაშვილების, მეგობრები ფინანუსრი ხელშეწყობით ყარამან დათეშიძემ გორაზე ააშენა პატარა სახლი 25 უპატრონო  ბავშვისთვის, რომელსაც "ბავშვთა კედელს" უწოდებენ. იგივე ფნანსებით ის ინახავდა აღნისნულ სახლში მცხოვრებ უპატრონო ბავშვებს.
არსებული ინფორმაციით, გორაზე მეფეების რეზიდენცია იყო განთავსებული. ბაგრატ მესამემ  გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქში - (ქუთაისში) ააგო ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგანი (ოშკი, სვეტიცხოველი, ალავერდი), ტაძარი, რომელსაც  „ბაგრატის სახელით“ ვიცნობთ.
თეკლე მორგოშია
Print