საზოგადოება
სამშობლოს სიყვარულის წესს 18 წელია ვიცავ - ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის პასუხი ქუთაისელ მოსწავლეს
FaceBook
ქუთაისელმა მოსწავლემ ავღანეთში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს წერილი მიწერა. რამდენიმე თვეში ჯარისკაცისგან პასუხი მიიღო.
"ჩემს მეგობარ კესოს
გამარჯობა ჩემო პატარა მეგობარო. მე გიორგი კოღუაშვილი ვარ, მეც ქუთაისელი ვარ მე-15 სკოლა დავამთავრე. სკოლაში კარგად ვსწავლობდი.განსაკუთრებთ ისტორია და გეოგრაფია მიყვარდა. ცელქი ნამდვილად ვიყავი, მაგრამ სწავლაში ეს ხელს არ მიშლიდა. რა თქმა უნდა ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. და ახლა უზომოდ მენატრება.როცა საქართველოს ჯარისკაცის ფორმას ჩაიცვამ, მერე რთულია ოჯახსა და ახლობლებს შესაბამისი ყურადღება მიაქციო. რადგან სულ მზად უნდა იყო.ამას სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთი წესი ქვია და მე ამ წესს უკვე 18 წელია ვიცავ. მე ერთი პატარა 6 წლის ანდრია მყავს, რომელიც ასევე გააგრძელებს ჩემს გზას. მეამაყება ასეთ სქართველოში ცხოვრება, სადაც შენნაირი გონიერი და ლამაზი ბავშვები იზრდება.
წარმატებებს გისურვებ, ულევ სიხარულსა და ღვთის წყალობას, შენს ოჯახთან ერთად. უღრმესი მალდლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის, უღრმესი მადლობა შენს მშობლებსა და პედაგოგებს. ქედს ვიხრი შენს წინაშე. ოცოდეთ რომ თქვენ ყველანი ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცები ხართ.
გიორგი კოღუაშვილი"

Print