საზოგადოება
შენ მე მიცავ ისე, რომ არ მიცნობ - ქუთაისელი მოსწავლის წერილი ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცს
FaceBook
გამარჯობა ჯარისკაცო,
მე თქვენ არ გიცნობთ, არც თქვენი სახელი ვიცი
არც ის სად იზდებოდით ბავშვობაში, რომელ სკოლაში სწავლობდით, ვისთან მეგობრობდით, რომელი საგანი გიყვარდათ, ან საერთოდ მოგწონდათ თუ არა სწავლა. ფეხბურთი გიყვარდათ თუ კალათბურთ?!. შეიძლება ცელქიც იყავით და გაუგონარიც. მაგრამ მე ვიცი, როგორიც ხართ ახლა - მამაცი, ძლიერი, ფიცისა და მოვალეობის ერთგული. ვიცი რა მოგწონთ და რა გიყვართ ახლა. პირველ რიგში ეს სამშობლოა, რომელსაც ემსახურებით, რომლითვისაც დატოვეთ სახლი, წვიმასა და ქარში, დარსა თუ ავდარში დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე. ცოტა გძინავთ და ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ მე და სხვა ბავშვები მშვიდად ვიყოთ, ვისწავლოთ, ვითამაშოთ.
თქვენ მე მიცავთ ისე, რომ არ მიცნობ და არც არაფერი იცით ჩემზე, არც იმაში ხართ დარწმუნებული რომ ოდესმე მადლობას გეტყვით. ამის მიუხედავად მაინც მიცავთ და მაინც ზრუნავთ. ჰოდა, მინდა ახლა გითხრათ მადლობა. მინდა გითხრათ, რომ მახსოვხართ და ვაფასებ თქვენს თავდადებას.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის
IV კლასის მოსწავლე კესო კუხალაშვილი
ქუთაისელმა მოსწავლემ ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცისგან პასუხი რამდენიმე თვეში მიიღო. რას წერს ქართველი ჯარისკაცი ქუთაისელ მოსწავლეს ნახეთ აქ.

Print