საზოგადოება
ქუთაისელ ასირიელებსაც გვინდა დავანახოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ISIS-ის მსხვერპლი ასირიელი ქრისტიანების მიმართ სოლიდარობა აქციით გამოხატეს.

აქციას ორგანიზება სოციალურ ქსელში გაუკეთდა და მას ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა. მათ შორის ქუთაისელი ასირიელები. ქუთაისში ეთნიკურ ასირიელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემი ცხოვრობს და ესეც გახდა მიზეზი რომ ISIS-ის ტერორისტების მიერ დაზარალებულ უამრავ ადამიანებს შორის სოლიდარობა ქუთაისში კონკრეტულად ასირიელებს გამოუცხადეს.
ყოველ შემთხვევაში ასე ხსნიან აქციის ორგანიზატორები.
" ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანის მკვლელობის და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ასირიელი ცხოვრობს და მათთვის არის გასნაკუთრებით მტკივნეული ეს მკვლელობები. გვინდა ამ ადამიანებს დავანახოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან. ჩვენ ყველა მსხვერპლის მიმართ განვიცდით იგივე გრძნობას, მაგრამ რადგან ასირიელები ჩვენი თანაქალაქელები,ნათესავები,  სისხლი და ხორცი და მეგობრები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულია მათი ტრაგედია",- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალისტმა ქეთი ბერძენიშვილმა.
სოლიდარობის გარდა აქციაზე მოთხოვნაც გაჟღერდა. იმის შესახებ  რომ სახელმწიფომ შეიფაროს ISIS-ის
ძალადობას გამოქცეული ასირიელი ოჯახები.
აქცია ქალაქის ტერიტორიაზე მსვლელობით გაგრძელდა.
ეკა კუხალაშვილი

Print