საზოგადოება
უცნაური სიგნალები კოსმოსიდან - ეს ბნელი მატერიაა
FaceBook
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში უხილავი მატერიის პირველ კვალს მიაგნეს.
ამ მატერიიდან შედგება სამყაროს მეოთხედი, წერს გაზეთი Il Giornale.
"მაგნიტური ალფა სპექტრომეტრ AMშ -მა დაიჭირა უცნაური სიგნალები. ეს შეტყობინება წარმოუდგენლად ეჩვემებათ მათ რომელბიც გატაცებულნი არიან სამეცნიერო ფანტასტიკით. თუმცა სინამდვილეში ეს ფანტასტიკა არაა. არამედ მეცნიერებაა ამბობენ მეცნიერები ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან ჟენევაში. ისინი ამ მონაცემების მიღებაზე დიდხანს ოცნებობდნენ, წერს გამოცემა.
პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ეს სიგნალი გამოგზავნილია ერთ ერთი სასურველი სამიზნიდან სამეცნიერო კვლევებში. საუბარია ბნელ მატერიაზე რომელთაც ასტრო-ფიზიკოსები კვალში უდგანან მრავალი წელია. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის ჩვენი თვალისთვის უხილავი სამყაროს დიდი ნაწილი. უხილავია ერთი უბრალო მიზეზის გამო ის არ ასხივებს და არ ირეკლავს სინათლეს. გრავიტაციული ძალების შესწავლისას სწავლულები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ პლანეტებისა და ვარსკვლავების შესწავლა საკმარისი არ არის. ისინი მიხსვდნენ რომ უნდა არსებობდეს შავი მატერია. ხუთჯერ დიდი გაფართოების ვიდრე მანათობელი სხეულები. ეს უხილავი მატერია რომელიც არ ასხივებსს რადიაციას შეიძლება შედგებოდეს გამოუცნობი და უჩვეულო ციური სხეულებისგან. ისეთების როგორიცაა შავი ხვრელები, ყავისფერი ჯუჯები და ა.შ.
"ეს სტიმულია სამეცნიერო წრეებისთვის , ჩვენ ვდგავართ ან ახალი აღმოჩენის ან ახალი საიდუმლოს წინაშე", - აღნიშნავენ ჟენევაში კვლევით ცენტრში.
Il Giornale
Print