საზოგადოება
ბუნების მუსიკა - ფილმის პრემიერა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გიორგი დვალიშვილის ფილმის "ბუნების მუსიკის" პრემიერა გაიმართა.

"დაახლოებით 3 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი კლუბის წევრებმა. ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული პროფესიები გვაქვს. მე, პირადად, მარკეტინგზე ვმუშაობ. გაგვაერთიანა მოგზაურობის სურვილმა. მოგზაურობა, ზოგადად, ასოცირდება აღმოჩენებთან, აღმოჩენები კი ბევრ ემოციასთან. ეს ემოციები გვაძლევს საშუალებას მომდევნო ექსპედიციები გავაკეთოთ და მომავალშიც ვიაროთ" - ამბობს კლუბ "თეთნულდის" წევრი - გიორგი ჯანელიძე.
ფილმში გამოყენებულია რეალური კადრები, რომელიც ასახავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" თავგადასავალს, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მღვიმეში აღმოჩენილი უნიკალური ფორმების კვლევას.
"დღესდღეობით კლუბ "თეთნულდის" ისტორიას 7 ადამიანი ვქმნით. ჩემი ამ მოგზაურობაში ჩართვა განაპირობა ფოტოგრაფიის, ბუნების, მთაში სიარულის სიყვარულმა და კლუბის წევრებს ეს ზემოთჩამოთვლილი გვაერთიანებს"- აცხადებს კლუბის წევრი არჩილ გეგენავა.
კლუბმა "თეთნულდმა" ტაო-კლარჯეთში ახალი ექსპედიციის დაწყება დააანონსა.
ლანა კოკაია
Print