საზოგადოება
ვინ დაასმინა ანა ფრანკის ოჯახი გესტაპოში?
FaceBook
ცნობილი გახდა ახალი დეტალები ანა ფრანკის ოჯახის დაღუპვის თაობაზე.
ფრანკების ოჯახი, როგორც ცნობილია ბევრ სხვა ებრაელ ოჯახთან ერთად ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა - წერს La Stampa.
1944 წელს 4 აგვისტოს, ამსტერდამში გესტაპოს აგენტებმა ჩხრეკა განახორციელეს სახლი #263-ის საცავში, სადაც 8 ებრაელი იმალებოდა. ოტო ფრანკი, მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი, ასევე ვან პელსების სამსულიანი ოჯახი და სტომატოლოგი ფრიც პფეფერი. ისინი დააპატიმრეს და ვესტერბორდის ბანაკში გადააგზავნეს, საიდანაც ოსვენციმში გაამგზავრეს. მათგან მხოლოდ ოტო გადარჩა და მისი 13 წლის შვილის ანას დღიური, რომელსაც ანა  2 წლის მანძილზე (1942-1944წწ) აწარმოებდა.
დღიური გახდა ყველაზე წაკითხვადი წიგნი ჰოლოკოსტის შესახებ. წიგნი 31 მილიონ ეკზემპლარად გამოიცა და 67 ენაზე ითარგმნა.
ფრანკების დაპატიმრებიდან ზუსტად 71 წლის თავზე ცნობილი გახდა თუ ვინ დაასმინა ფრანკების ოჯახი გესტაპოსთან. ამის თაობაზე პასუხი არის ჟურნალისტურ კვლევაში, რომლის მიხედვით ცხადი ხება, რომ დამალულ ებრაელებზე გესტაპოს ნელი ვოსკაილმა (Nelly Voskuijl) შეატყობინა. იგი ერთ-ერთი და გახლდათ ელიზაბეტ ვოსკაილის - ქალის, რომელიც ეხმარებოდა ფრანკებს და რომელმაც მოუძებნა მათ თავშესაფარი. ნელი მანამდე ოტო ფრანკთან მუშაობდა მემანქანედ, მაგრამ ჰოლანდიის ოკუპაციის შემდეგ იგი მალე დაუმეგობრდა გესტაპოს და თანამშრომლობდა მათთან.
მოკლედ, ერთ ოჯახში ცხოვრობდა ორი და, რომლებიც სხვადასხვა ბანაკს ეკუთვნოდა. ერთი ანტიფაშისტი, მეორე კი პროფაშისტური ორიენტაციის. ელიზაბეტი ეხმარებოდა პარტიზან მილ გიზს ებრაელების დამალვაში. ნელი კი გესტაპოსთან თანამშრომლობდა.
დღეისთვის ზუსტად არის ცნობილი რომ შეტყობინება გესტაპოში ტელეფონით შევიდა, სადაც ქალის ხმამ შეატყობინა დამალული ებრაელების შესახებ. ნელი ვოსკაილი 2001 წელს გარდაიცვალა.
La Stampa.

Print