საზოგადოება
ქუთაისში დედა ენის დღე აღნიშნეს
FaceBook
14 აპრილს დედა ენის დღე აღნიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედა ენის ძეგლთან ფიქრია ჭაბუკიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და იმერეთის პირველმა ვიცე-გუბერნატორმა, პაატა ნადირაძემ დაათვალიერეს.
"ქართული ენა ლამაზი და  უძველესი ენაა. ენა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის", - აღნიშნა შოთა მურღულიამ. 
ქუთაისში ე.წ. ზასტავაზე მდებარე დედა ენის ძეგლს მოსახლოების მოთხოვნით რეაბილიტაცია  გასულ წელს ჩაუტარდა. ქუთაისის მერიამ ძეგლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა ინდ.მეწარმე ლაშა გუგუნავამ ძეგლი 25 925 ლარის სანაცვლოდ აღადგინა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
თეკლე მორგოშია
Print