საზოგადოება
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

იგი სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ქართველებსა და მათ მოღვაწეობას მიეძღვნა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ გახსნა.

"ის, რომ წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა უცხოეთში მცხოვრები ქარველები არიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას განიხილავენ აკადემიურ წრეებში. ეს საშუალებას იძლევა გავარკვიოთ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ჩვენი თანამემამულეების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და როგორ ჩავრთოთ ისინი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში,"- მიაჩნია გელა დუმბაძეს.

კონფერენციას, სხვა სტუმრებთან ერთად, თურქეთიდან, ირანიდან, დიდი ბრიტანეთიდან ისტორიული დიასპორის წამომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ორდღიანია. მისი მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების ენის, დიალექტის, ლიტერატურის, კულტურის, ეთნიკური ისტორიისა და ზეპირსიტყვიერების შესახებ.

წარმოდგენილი იქნება ნაშრომები იმ ბეჭდურ გამოცემებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას ასახავს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, საბოლოოდ, ბეჭდურ გამოცემაში მოიყრის თავს.

Print