საზოგადოება
რა ღირს სიკვდილი - დასაფლავების ფასები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებზე, დასაფლავებისთვის საჭირო მიწებზე, ფასები განსხვავებულია.
მიწებზე მაქსიმალური და მინიმალური ღირებულება ადგილის პრესტიჟულობით განისაზღვრება, ხოლო არჩევანი ჭირისუფალის ფინანსური შესაძლებლობებაზეა დამოკიდებული.
ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებზე 1 კვადრატული მეტრი მიწის მინიმალური ფასი 10 ლარია, ხოლო მაქსიმალური 200 ლარი.
დასაფლავებისთვის საჭირო მიწის ფასი, კონკრეტული ზონების მიხედვით განისაზღვრება.
როგორც ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებზე პასუხისმგებელ კომპანიაში შპს "ქართულ ტრადიციები" "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, ყველაზე მაღალი და დაბალი ფასი მიწაზე, კატეგორიების მიხედვითაა დაწესებული.
"ბოლო კატეგორიის სასაფლაოებზე, ჭომაში და რუაზე, კვ/მ მიწის ფასი 10 ლარია, ყველაზე მაღალი ფასი პირველი კატეგორიის სასაფლაოზე, ავანგარდის წინა ტერიტორიაზეა, სადაც 1 კვ/მ მიწის ფასი 200 ლარითაა გასაზღვული," - ამბობს შპს "ქართული ტრადიციები"-ს ხელმძღვანელი, გოჩა მარგველაშვილი.
ქუთაისის ე.წ. პირველი კატეგორიის სასაფლაოზე, გამორჩეულად ძვირ მიწაზე, ნაკვეთი ამ დრომდე მხოლოდ 4 სასაფლაოსთვის არის გაცემული.
ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებზე, ყველაზე ხშირად, საშუალო ფასებისა და კატეგორიის მიწის ნაკვეთები გაიცემა.
საშუალო კატეგორიის სასაფლაოზე კვ/მ მიწის ფასი 30 – 80 ლარია.
"ყველანაირი ფასებია, თუმცა ძირითადად მოთხოვნა საშუალო ღირებულების მიწაზეა. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლის სარეიტინგო ქულაა 15 000, მიწის ნაკვეთს ქუთაისის მერია უფასოდ სთავაზობს,"- განმარტავენ შპს "ქართულ ტრადიციებში".
ქუთაისში, სულ 13 საქალაქო სასაფალაოა. აქედან, 7 სასაფლაო დახურულია. დახურულად ის სასაფლაოები ითვლება, სადაც ახალი მიწის ნაკვეთის გაცემა აღარ ხდება.
"დახურულ სასაფლაოებზე, სადაც მიწები უკვე ნაყიდი აქვს მეპატრონეს მაგრამ დასაკრძალი ადგილები კიდევ არის, რათქმაუნდა დაკრძალვა შესაძლებელია, რისთვისაც ის მხოლოდ მიწის გაჭრისა და დარძალვის ხარჯს, 150 ლარს იხდის,"- ამბობს გოჩა მარგველაშვილი.
ახალი მიწის ნაკვეთები ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებიდან 6 სასაფლაოზე გაიცემა : ავანგარდის ავტოქარხნის, ოღასკურას, ჭომის, გოჭოურას და კიბულის სასაფლაოზე.
ანა ჯანაშია


Print