საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ბალახვნის დასახლებას
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლავთ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, ბალახვნის დასახლებას?
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ბალახვნის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსები 1952 წელს აშენდა. შენობები ადგილობრივი არქიტექტორების, შოთა ლომთაძის და ნინო გუჯაბიძის არქიტექტურის მიხედვით მოეწყო. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში მონაწილეობა გერმანელ პატიმრებს მიუღიათ. რაც შეეხება, შენობაზე არსებულ ე.წ. კოშკებს, როგორც ეროვნული არქივის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, მერაბ კეზევაძე ამბობს, მათ მხოლოდ არქიტექტურული დანიშნულება აქვთ.
ერთი-ერთი ვერსიით, აღნიშნული კოშკები სამალავს წარმოადგენდნენ.
"ბევრ რამეს ამბობენ. შეიძლება სხვადასხვა დატვირთვა მისცეს. თუმცა, თავის დროზე მხოლოდ არქიტექტურული  თვალსაზრისით და სილამაზის გამო არის გაკეთებული", - ამბობს კეზევაძე. ის იხსენებს, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის დროს, აღნიშნულ კოშკებში "სნაიპერები" იყვნენ განლაგებული.
თუ როგორი იყო წლების წინ ბალახვნის დასახლება ნახეთ არქივში დაცული ფოტომასალა. 

თეკლე მორგოშია

Print