საზოგადოება
ქუთაისში #200 მიკროავტობუსი შეცვლილი მარშუტით იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისში მიკროსამარშრუტო ხაზი #200 მარჯვენა და #200 მარცხენა შეცვლილი გეზით იმოძრავებს. სამარშრუტო ხაზის სვლა-გეზის ცვლილებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა.
კერძოდ, #200 მარჯვენა და #200 მარცხენა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ხიდის ნაცვლად ფოთის ქუჩაზე გაივლის.
"ფოთის ქუჩაზე ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, გარდა ამისა, მალე დაიწყება სამხარაულის ექსპერტიზის შენობის მშენებლობა და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ქუჩაზე იმოძრაოს ტრანსპორტმა," - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ.
აღნიშნული ცვლილება არ ეხება #1 წრიული მარჯვენა და მარცხენა მიკროავტობუსებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ხიდის მიმართულებით ძველებურად იმოძრავებენ.
დეა მანაგაძე

Print