საზოგადოება
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემ საკონკურსო პირობებს მძღოლის გამოცდილება დაემატა
FaceBook
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების თანხმად, რომელსაც ქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა, კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის დამატებითი მოთხოვნა მძღოლების გამოცდილება იქნება.
საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსის პირობებით ამ დრომდე უპირატესობა მხოლოდ სატნასპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას ენიჭებოდა, რასაც სპეციალური კომისიის ნაცვლად, ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტით შეამოწმებენ. 
საქალაქო ტრანსპორტის ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსის ჩატარებას ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მიმდინარე წლის მარტის თვეში აანონსებდა. თუმცა, კონკურსი ამ დრომდე არ ჩატარებულა. ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გამოცხადდება.
ქუთაისში ამ დროისთვის 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გაცემული ნებართვის ვადაა ამოწურული. კონკურსი სწორედ, ვადაგასულ ხაზებზე ჩატარდება.
დეა მანაგაძე 

Print