საზოგადოება
კითხვა, რომელიც უპასუხოდ დარჩა - ივანიშვილის შეხვედრა რეგიონულ მედიასთან
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატარში ბიძინა ივანიშვილისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, "ქუთაისიპოსტის" ჟურანლისტს შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა.

საინფორმაციო სააგეტოს მიერ მომზადებული შეკითხვა იმერეთის რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას შეეხებოდა, რომელსაც ასობით ადგილობრივი მცხოვრებლის ჯანმრთელეობა და ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლეც ეწირება.

რეგიონში მოქმედ უპასუხისმგებლო მსხვილ ინვესტორებს, ვინც ეკოლოგიას და ბუნების დაცვას არაფრად დაგიდევენ, ბიზნესის წარმოებისთვის სახელმწიფო უკიდეგანო უფლებებს აძლევს და არ ავალდებულებს იზრუნოს ამ საკითხებზე.

ასეთი მაგალითები იმერეთში თითქმის ყველგანაა – ჭიათურასა და ზესტაფონში შპს "ჯორჯიან მანგანეზი", ტყიბულში "საქნახშირი", რომელთა მოღვაწეობა ამ ქალაქებში სიმსივნით დაავადებულთა ზრდის მიზეზია, სამტრედიაში კომპანია "სონოჰიდრო", რომლის უპასუხისმგებლო საქმიანობის შედეგად მიმდინარე წლის ზაფხულში ძმები ვანო და თემურ ვაშაკიძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მასშტაბური ხასიათი აქვს ხარაგაულში ქვიშა–ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო "ნიუ–ფეისის" მოღვაწეობას, რომლის შედეგადაც მდინარე ჩხერიმელა დაბინძურდა და ათასობით ადამიანი მოიწამლა.

"ქუთაისიპოტს" აინეტრესებდა რა ხედვები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით მთავრობას. უწყებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. თუმცა, კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ანალოგიურად, უპასუხოდ დარჩა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტიდან საგანგებოდ ჩამოსული ჟურნალისტების კითხვებიც.

სამაგიეროდ, ე.წ. რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე შეკითხვები დასვეს ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, ძირითადად, ქვეყნის მთავარი მოქალაქის მონოლოგს, მის პოლიტიკურ განცხადებებს, ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ მადლობებს და "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატების ხოტბას დაეთმო.

გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა კითხვები, რომლებიც ივანიშვილს დარბაზში დაუსვეს და რომელთა უმრავლესობა იმერეთის რეგიონს არ ეხებოდა.

"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ტელეკომპანია GDS-ის მიერ იყო ორგანიზებული და თითოეულ მონაწილეს ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა.

Print