საზოგადოება
"დანერგე მომავალი" - სოფლის მეურნეობის ახალი შეთავაზება მეწარმეებს
FaceBook
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ახალი პროექტის "დანერგე მომავალი" მიზნობრიობა გააცნეს.
აღნიშნულ პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს, რომლის ფარგლებში 1 000 და 2 000 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30-40 ახალი თანამედროვე სანერგე მეურნეობა. სააგენტოს წარმომადგენლის მარინა მორგოშიას განმარტებით, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალური დატვირთვა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას.
"გარდა ამისა, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი", - აღნიშნეს შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანდაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
სასოფლო-სამეურენო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს, ასევე, ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღურებულება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიატ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებსაც. პროგრამის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ბენეფიციარების მიერ პროგრამების წარდგენა მარტიდან უკვე დაიწყო.
თეკლე მორგოშია

Print