საზოგადოება
როგორ გამოიყურება აფხაზეთის ქალაქები დღეს - ნახევრად ჩამოშლილი სახლები და ცარიელი კედლები
FaceBook
რუსი ფოტოგრაფი და მოგზაური საკუთარ ბლოგზე აფხაზეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტოსურათებს აქვეყნებს. მისი თქმით, "მსოფლიომ უნდა იცოდეს, რაც ნიშნავს რუსეთის ოკუპაცია":

"აფხაზეთი ძალიან უჩვეულო ქვეყანაა. დავიწყოთ იმით, რომ იგი რუსეთის ჩათვლით, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. უფრო მეტიც, საქართველოს მას დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქვეყანა ძირითადად რუსეთის დახმარებით არსებობს - ვაჭრობა, ტურისტები - ყველაფერი რუსეთიდანაა. ქვეყნის ვალუტაც კი რუსული რუბლია, ხოლო მეორე სახელმწიფო ენა - რუსული.

საბჭოთა კავშირის დროს, აფხაზეთის კურორტები - გაგრა, პიცუნდა, რიწა ნებისმიერი მოქალაქის საოცნებო ადგილს წარმოადგენდა. ახლა აქ ძირითადად სუფთა ზღვისა და მთის ჰაერის გამო ჩამოდიან. დასვენება აქ ცხადია, უფრო ეკონომიურია ვიდრე, მეზობელ სოჭში. 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა. დღემდე არ წარმოადგენს იშვიათობას ნახევრად ჩამოშლილი სახლები და ცარიელი კედლები", - წერს ბლოგერი. 

იხილეთ გალერეა

ambebi.ge
Print