საზოგადოება
რუსეთში ბავშვებს ანდერსენის „ნამცეცასა“ და სხვა ზღაპრების კითხვას უკრძალავენ
FaceBook
"Эхо Москвы"- ის ცნობით ირკუტსკის ოლქის სოფელ ხარბატოვოში სკოლის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე საბავშვო წიგნი ამოიღეს.
წიგნების ამოღების საფუძველს წარმოადგენდა კანონი ბავშვების მავნე ზეგავლენიდან დაცვის შესახებ. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს. თუმცა აკრძალული ზღაპრეპის სია დუმაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმერ ტოლსტოიმ გაახმოვანა.
დოკუმენტში, რომელიც ირკუტსკის ოლქის სახალხო განათლების რაიონულ განყოფილებაში ინახება, აღნიშნულია, რომ "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონიც" და "ტომ სოიერის თავგადასავალიც" ცუდ ზეგავლენას ახდენენ ბავშვებზე, რადგან პირველი ოჯახურ ღირებულებებს დასცინის, მეორე კი მაწანწალობისკენ უბიძგებს ბავშვებს.
ადგილობრივი ჩინოსნების პრეტენზიები გამოიწვია ზღაპრებმაც ყველაზე პატარებისთვის. "ივან ცარევიჩი და რუსი მგელი" მავნე წიგნად შეფასდა ელენე მშვენიერისა და ცხენის მოტაცების ისტორიის გამო. ხოლო ანდერსენის ზღაპარში "ნამცეცა" ჩინოსნებმა იძულებითი ქორწინების ამბის გამო დაიწუნეს.
ტოლსტოის ამ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის წიგნის კავშირის პრეზიდენტი სერგეი სტეპაშინი, რომელმაც მოუწოდა დეპუტატებს მეტი ყურადღებით შეადგინონ კანონები.

tvrain.ru




Print