საზოგადოება
ცესკომ სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე უარი თქვა
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

"უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში?" - ასეთი იყო შეკითხვა, რომლის დარეგისტრირებას საინიციატივო ჯგუფის წევრები: ჯონდი ბაღათურია, მაია სირაძე, ალექსანდრე გოგიჩაიშვილი, თენგიზ გენებაშვილი, კახაბერ მაისურაძე ითხოვნდნენ.
საკითხზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას 26 ივლისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

"შემოთავაზებული საკითხი იმის გარდა, რომ შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირებას ან დენონსირებას და წარმოადგენს სარეფერენდუმოდ აკრძალულ საკითხს, გააჩნია სხვა ხარვეზიც. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს რეფერენდუმის, როგორც დემოკრატიის უშუალო ფორმის სავალდებულო, დამდგენი ხასიათი და აღნიშნულ სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგების აღსრულების საკითხები", - ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა შეიძლეობდა მოყოლოდა რეფერენდუმის, როგორც დადებით, ასევე, უარყოფით შედეგებს.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ორგანიზაციაზე, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებზე და აღასრულოს რეფერენდუმის შედეგები ერთი თვის ვადაში.

"რეფერენდუმის შედეგების აღსრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში, სცილდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობას და უფლებამოსილებას. რეფერენდუმის შედეგების აღსრულების თვალსაზრისით საქართველოს ცენტრალურ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია,

გავლენა მოახდინოს და დაავალდებულოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც თავის სტრუქტურაში აერთიანებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და წარმოადგენს კოლექტიურ ორგანოს, ერთი თვის ვადაში საქართველოსთან წევრობასთან მიმართებაში მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. ცალსახაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ვერ აღსრულდება", - წერია ცეესკოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში.


Print