საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ე.წ "სამხედრო კომისარიატის" შენობას
FaceBook
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა #52 მდებარე შენობა მეცხარმეტე საუკუნისაა.

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე,
რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.

თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"

რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდატ: რა ისტორია უკავშირდება ე.წ "სამხედრო კომისარიატის" შენობას? ნახეთ ვიდეო.




###

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა #52 მდებარე შენობა მეცხარმეტე საუკუნისაა. თუმცა, ზუსტად როდის აშენდა ობიექტი ამის შესახებ ინფორმაცია არქივში არ იძებნება. ასევე, მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვისი საკუთრება იყო ის. 

ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორის, მერაბ კეზევაძის ნაამბობით, ერთ-ერთი ვერსიით, ობიექტი ვინმე პოპოვს ეკუთვნოდა.

"მხოლოდ ის ვიცით, რომ შენობა მეცხრამეტე საუკეუნეში არის აშენებული და იქ ქუთაისის გარნიზონის სამმართველო იყო განთავსებული. ასევე, სამხედრო კომენდატურა იყო, შემდეგ კი, ე.წ. "ზურგის სამსახურიც" ფუნქციონირებდა," - ამბობს მერაბ კეზევაძე.

ერთ-ერთი ვერსიით, ორსართულიანი სახლი მეპატრონეს კომუნისტებმა ჩამოართვეს და იქ სახელმწიფო უწყება განათავსეს. ბოლო ორი ათეული წლების განმავლობაში შენობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტკის ცენტრია განთავსებული.
Print