საზოგადოება
ქუთაისის ყოფილი აეროპორტი მოშლილი ინფრასტრუქტურით და ბუნდოვანი მომავლით (ვიდეო)
FaceBook
აეროპორტში რეგულარული ავიარეისები 1991 წლის შემდეგ აღარ შესრულებულა


ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არსებული აეროპორტი ორ ათეულ წელზე მეტია არ ფუნქციონირებს. აქ რეგულარული რეისები საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად შეწყდა. როგორც აეროპორტის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, საკავშირო მნიშვნელობის ობიექტის შენარჩუნება მარტივად იყო შესაძლებელი.



ქუთაისის ყოფილი აეროპორტის ტერიტორია 40 000 კვ.მ-ს შეადგენს. ადგილზე მისი დახურვის დღიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. მოკლე ასაფრენი ზოლის მიუხედავად, ის ქალაქისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ქუთაისის აეროპორტით ტურისტები, უფრო ხშირად კი საკურორტო ზონის დამსვენებლები სარგებლობდნენ.






Print