საზოგადოება
ქუთაისში დასასვენებელ სკვერში სასმელ წყალს ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის დამსვენებლები, ე.წ. სოკო-შადრევანის დადგმას ითხოვენ მათი თქმით, ბაღის სტუმრებს სასმელი წყლის ყიდვა მაღაზიაში არ უნდა უწევდეთ, მით უფრო, რომ  სკვერში ხშირად მშობლები პატარებთან ერთად მიდიან. 



ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის ცენტრალურ უბანში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში არსებული შადრევანი ამ დრომდე არ ჩაურთავთ.

ბესიკ გაბაშვილის გართობისა და დასვენების პარკის ადმინისტრაციაში, რომელსაც ე.წ "სიყვარულის ბაღიც" ეკუთვნის, განმარტავენ, რომ შადრევანს წყლით მუდმივი უზრუნველყოფა და შესაბამისი მრიცხველი არ სჭირდება.

თუმცა, პარკის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ადმინისტრაცია ელექტროენერგიის ხარჯებს უფრთხილდება.

ბესიკ გაბაშვილის პარკი და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი, მოიჯარე ბადრი კაკაბაძეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან 49 წლიანი იჯარით, მოვლა-პატრონობის ვალდებულებით აქვს აღებული.

Print