საზოგადოება
ცესკომ ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირა
FaceBook
ცესკოში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო ორი შეკითხვა შევიდა.



საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა.

კომისიამ მიმდინარე წლის 12 ივნისის სხდომაზე სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით კითხვა შემდეგნაირად დაარეგისტირა - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 8 ოქტომბერს იმ შემთხვევაში მოუხდებათ, თუ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერას შეაგროვებს და მის ჩატარებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მხარს დაუჭერს.

რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი, სანდრო ბრეგვაძე აცხადებს, რომ მისი ჩატარების შემთხვევაში ამ კითხვას პასუხი საბოლოოდ გაეცემა.

ცესკოში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო ორი შეკითხვა შევიდა.

საარჩევნო კომისიამ მათგან ერთი მიიღო, ხოლო მეორე არ დაარეგისტრირა.

Print