ვიდეო
ვინ და რატომ უვლის პაატა ბურჭულაძის ქონებას ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
პაატა ბურჭულაძემ ქუთაისში, კიბულის ქუჩა N 12–ში მდებარე 980 კვ მ მიწის ნაკვეთი 1996 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის, თემურ შაშიაშვილისგან მიიღო.

საბავშო ბაღის ყოფილი ტერიტორია, საოპერო მომღერალს და ამ დროისთვის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს, მისი მოწესრიგების მიზნით გადაეცა.




ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობის ამჟამინდელი წარმომადგენლები  ობიექტის  მესაკუთრეს, 20 წლის წინ მიღებეული მიწის ნაკვეთის დასუფთავებისკენ მოუწოდებენ.

"ქუთაისის მერიას არ აქვს უფლება კერძო საკუთრება დაასუფთაოს ან რაიმე სამუშაოები განახორციელოს. მეპატრონე პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებთ წლების წინ მიტოვებული ტერიტორია მოაწესრიგოს", - აცხადებენ მერიაში.

ადგილობივი თვითმმართველობა ტერიტორიის მოწესრიგებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბულის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნული ფართის მოწესრიგებას ითხოვენ.

"ქუთაისიპოსტთან" ამ ფაქტს ადგილობრივები არ ადასტურებენ და  განმარტავენ, რომ ბურჭულაძის ქონებით დაინტერსება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.



თავად, ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაასუფთავებენ.

"ეს არის მიზანმიმართული ქმდება ჩვენი ყრილობის მეორე დღეს, რადგან ქუთაისის მერიას ახლა ახსენდება 20 წლის წინ შეძენილი ქონება. მოსახლეობას ამ დრომდე არ აწუხებდა იქ ანტისანიტარია? სასაცილოა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სხვისი ქონების ქექვით არის დაკავებული. გპირდებით, რომ არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ მაგ ტერიტორიას, მთელ ქუთაისსა და საქართველოს მოვაწესრიგებთ და გავალამაზებთ", - განმარტავს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, კობა ჩიხლაძე.



Print