საზოგადოება
საქართველო-გერმანია - მატჩის ბილეთები უკვე იყიდება
FaceBook
საქართველო-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 15, 20 და 30 ლარია. მიმდინარე წლის პირველ ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა "დინამო არენას" სალაროებში ყოველდღე, 11:00- დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ავსტრალიასთან და საქართველოსთან თამაშებისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.
მეკარეები: 1 მანუელ ნოიერი (ბაიერნი), 12 რობერტ ცილერი (ჰანოვერი), 22 რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი).
მცველები: 2 შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი), 3 იონას ექტორი (კიოლნი), 4 ბენადიქტ ჰიოვედესი (შალკე), 5 მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), 14 ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), 15 სებასტიან რუდი (ჰოფენფაიმი), 17 ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი).
ნახევარმცველები: 6 სამირ ხედირა (რეალი, ესპანეთი), 7 ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), 8 მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), 9 ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი) 11 მარკო როისი (დორტმუნდი), 16 ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), 18 ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), 19 მარიო გიოტცე (ბაიერნი), 20 კრისტოფ კრამერი (გლადბახი), 21 ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი).
თავდამსხმელები: 10. ლუკაშ პოდოლსკი (ინტერი, იტალია), 13 ტომას მიულერი (ბაიერნი), 23 მაქს კრუზე (გლადბახი).
საქართველოსა და გერმანიას შორის აქამდე სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე მათგანში გამარჯვება გერმანელებს დარჩათ. პირველად ,1995 წლის 29 მარტს თბილისში, იურგენ კლინსმანის დუბლით 2:0 მოიგეს. იმავე წლის სექტემბერში კი საქართველოს ნაკრებმა უკვე ნიურნბერგში 1:4 წააგო. ერთადერთი გოლი მასპინძელთა კარში თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ბოლო, ამხანაგური შეხვედრა შეხვედრა ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის 2006 წელს გაიმართა და 2:0 კვლავ გერმანიამ იმარჯვა.
Print