საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება საგზაო დეპარტამენტის შენობას?
FaceBook
ის თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსი იყო. პირველ სართულზე მაღაზია და რამდენიმე დუქანი ფუნქციონირებდა.

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე,
რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.


თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge- ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება შენობასა, სადაც ამდროისთვის საგზაო დეპარტამენტის უწყებაა განთავხსსებული? (ნახეთ ვიდეო).
###
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა #33-ში მდებარე შენობა მე-19-ე საუკუნისაა. ის თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსი იყო. პირველ სართულზე მაღაზია და რამდენიმე დუქანი ფუნქციონირებდა. ასევე, პირველ სართულს ქსოვილების საწყობადაც იყენებდნენ.

ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, მერაბ კეზევაძე იხსენებს, რომ შენობა, რომელიც ამ დროისთვის ერთიანია და რესტავირებულია, წინა საუკუნეში ორი დამოუკიდებელი ობიექტი იყო და მათ შორის პატარა სკვერი გახლდათ მოწყობილი.

"აქ იყო ორი ჯგუფი შენობების. დღევანდელი საგზაო დეპარტამენტის რესტავრირებული ნაგებობა იყო დამოუკიდებელი და 1952 წლიდან იქ არქივი ფუნქციონირებდა. ეზოში 1963-1964 წლებში, სპეციალური მეორე შენობა "არქივსაცავი" იყო აგებული. ის იყო იმ დროისთვის თანამედროვე ტიპის სტანდარტული შენობა, რომელიც მოგვიანებით პირველს შეუერთდა და ამ დროისთვის უკვე ერთიან ნაგებობას წარმოადგენს," - ამბობს მერაბ კეზევაძე.

წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ" ავტორი, ზურაბ ჯავახაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში იხსენებს, 1952 წლამდე შენობაში სპორტული ბაზა ფუნქციონირებდა, ამ დროიდან 2009 წლამდე სახელმწიფო არქივი, ხოლო 2010 წლიდან დღემდე შენობაში საგზაო დეპარტამენტია განთავსებული.
Print