ვიდეო
ლილი ნუცუბიძის "ამღერებული ლექსი" მშობლიურ ქალაქში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პოეტ ლილი ნუცუბიძის საღამო გაიმართა.
ცნობილი სიმღერები "საყვარელო მამულო ", "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება " და ა.შ. ქუთაისელი პოეტის ტექსტებზე შეიქმნა. ყველა ეს სიმღერა კიდევ ერთხელ გაისმა მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე.

კონცერტი კომპოზიტორებმა რუსუდან სებისკვერაძემ და ნუნუ გაბუნიამ წაიყვანეს, საღამოზე აჟღერებული მელოდიები მათი ავტორობით შექმნილი გახლდათ.

ლილი ნუცუბიძის ლექსებზე დაწერილი სიმღერები მომღერლებმა მაია ჯაბუამ, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ქალთა ტრიომ და "თეატრალურის კვარტეტმა" შეასრულეს.


Print