საზოგადოება
საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს - ფილმის ჩვენება ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ფილმის ჩვენება გიმართა. "ჩემი ცხოვრების დღიურები" - ამ სახელწოდების ფილმი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა წარმოადგინა.
ფილმი ქუჩაში მცხოვრები დ ა მომუშავე ბავშვების პრობლემას შეეხო და შეეცადა საზოგადოების ყურადღების მიქცევას ამ მიმართულებით.
როგორც ფილმის ჩვენების წინ აღინიშნა ორგანიზაცია ბავშვების პრობლემებსა და კონკრეტულ ქეისებს შეისწავლის და სახელმწიფო სტრუქტურებს წარუდგენს შესაბამისი რეაგირებისთვის.
"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის რომ ბავშვებს არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად ვერ იღებენ დახმარებას სახელმწიფოდან. მათ ერთმევათ მთავარი კონსტიტუციური უფლება-   მოქალაქეობის უფლება", - აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის პროექტის კოორდინატორმა და ფილმის ავტორმა თიკო მესხმა.
UNIEF ის  მონაცემებით საქართველოში 77ათასი ბავშვი შიმშილობს. საქართველოში ე.წ. ქუჩის ბავშვების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი დიდ ქალქებში 1500 „ქუჩის ბავშვია“.
"ბევრი ბავშვია აზერბაიჯანიდან, იმიტომ რომ აზერბაიჯანში როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფომ აკრძალა მათხოვრობა. ამიტომ ბევრი აზერბაიჯანელი ბავშვი საქართველოში ჩამოვიდა და დიდ ქალაქებში მათხოვრობს", - აღნიშნა თიკო მესხმა.
ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
ეკა კუხალაშვილმა
Print