საზოგადოება
გაცოცხლებული წარსული - ღამე ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ფოტო)
FaceBook
„ღამე მუზეუმში“, რომელიც წარსულის ერთგვარ თეატრალიზეულ გაცოცხლებას გულისხმობს, საქართველოში პირველად ქუთაისში განხორციელდა.

მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები გაიმართა - გამოფენები, პერფორმანსები და მოდების ჩვენება. ყველა ეს აქტივობა მუზეუმში ღამით 21;00-დან 01;00 საათამდე განხორციელდა და მოიცვა როგორც მუზეუმის დარბაზები, ისე ეზო და მუზეუმის მიმდებარე ქუჩები. 
ქუთაისი შეუერთდა ტრადიციას "ღამე მუზეუმში", რომელიც ბევრ ქვეყანაშია დამკვირებული.
მუზეუმები დამთვალიერებლებს ღამით იწვევენ და უფასოდ თავაზობენ ექსპონატების დათვალიერებას.ვიტირებისთვის ეწყობა ექსკურსიები, მუზეუმები წარმოადგენენ საკუთარ საგანძურს, გამოფენებისა თუ პერფორმანსების სახით.



.„ღამე მუზეუმში“, რომელიც წარსულის ერთგვარ თეატრალიზეულ გაცოცხლებასაც გულისხმობს, საქართველოში პირველად ქუთაისში განხორციელდა.

"ღამე მუზეუმში"კულტურის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ღონისძიებაა. დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით. მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა, ხალხის გამოყვანა და მუზეუმში მოწვევა", - აღნიშნა ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ.

ღამით მუზეუმში მისულ სტუმრებს მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად დახვდათ გამოფენა "ბანოვანთა ცხოვრება" . მუზეუმის შიდა ეზოში ნაჩვენები იყო ქართული ყოფისა და კულტურის ამსახველი პერფორმანსები, ასევე ეთნოგრაფიული, იარქეოლოგიური, ხელნაწერთა ფონდში დაცული ექსპონატების წარდგენა.
ღამე მუზეუმში მოდების ჩვენებით დასრულდა, რომელიც მოდის სახლმა "მარიონელამ" წარმოადგინა.











Print